წყლის ჟონვის აკუსტიკური აპარატი არის სპეციალური მოწყობილობა, რომელიც აღიქვამს წყლის ნაკადის, წვეთების და სხვა დამახასიათებელი ბგერებს მილებში, იატაკის ქვეშ ან კედლების მიღმა. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია იმ შემთხვევებში, როდესაც ჟონვა დაფარულია და ვიზუალური დათვალიერებით მისი აღმოჩენა შეუძლებელია. აკუსტიკური აპარატის საშუალებით შესაძლებელია ცივი, ცხელი და გათბობის მილებში არსებული ჟონვის გამოვლენა, მათ შორის ყველაზე მცირე და მინიმალური გაჟონვაც კი. ჩვენ ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის, უახლეს გერმანულ აპარატურას, მათ შორის თანამედროვე აკუსტიკურ დეტექტორებს, რაც ზუსტი და სანდო დიაგნოსტიკის გარანტიას იძლევა.
ჩვენ გთავაზობთ წყლის ჟონვისა და გაჟონვის დიაგნოსტიკის სრულ სპექტრს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გამოცდილი სპეციალისტების დახმარებით. მომსახურება მოიცავს აკუსტიკური აპარატით მილებში არსებული ჟონვის ზუსტ აღმოჩენას, თერმოკამერით ცხელი წყლის, გათბობის სისტემებისა და შახტების დიაგნოსტიკას, ასევე ვიდეო ინსპექციას კანალიზაციისა და წყლის მილების შიდა მდგომარეობის დეტალური შესამოწმებლად. დამატებით ვიყენებთ წყლის საპრესი აპარატს ცივი და ცხელი წყლის მილების, ასევე ახლად გაყვანილი სისტემების წნევაზე გამძლეობის დასადგენად. საჭიროების შემთხვევაში ვატარებთ შახტის სრულ შემოწმებას მრავალსართულიან შენობებში, სადაც გაჟონვის რეალური წყაროს დადგენა ვიზუალურად რთულია. დიაგნოსტიკის დასრულების შემდეგ ვასრულებთ დაზიანებული მონაკვეთების პროფესიონალურ შეკეთებას, რაც უზრუნველყოფს პრობლემის სრულად და უსაფრთხოდ აღმოფხვრას.